თეგებით ძიება

უკრაინის გამარჯვება განაპირობებს ხვალინდელი მსოფლიოს ბედს..." - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვაზიანში, თავდაცვის ძალების იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას უკრაინის შესახებ ისაუბრა.

„უკრაინის მიმართ რუსეთის მიერ 14 თვის წინ გაჩაღებულმა ომმა მსოფლიო შეძრა. რამეთუ აბუჩად იქნა აგდებული ყველა საერთაშორისო სამართლის და ჰუმანიტარული პრინციპი. თუმცა, სისასტიკის და ძალთა შეფარდების მიუხედავად, ვხედავთ, რომ უცხო შემოჭრილი ძალა ქვეყნის დაცვისთვის და გადარჩენისთვის თავდადებულ ძალას ვერ ჯობნის და ვერ ამარცხებს. ეს ის მაგალითია, რომელიც ჩვენს ისტორიაში საქართველოს მიერ მრავალჯერ იქნა ნაჩვენები.

ამდენად, უფრო მეტად გვესმის და ვგულშემატკივრობთ უკრაინას და მის ღირსეულ სამხედრო და სამოქალაქო მებრძოლებს. მათი გამარჯვება განაპირობებს ხვალინდელი მსოფლიოს ბედს. მათი და ყველა ჩვენგანის თავისუფლებას. ამ დაუნდობელმა აგრესიამ რუსეთის იმპერიალიზმის ხასიათი ყველასთვის გამოააშკარავა. მსოფლიოში და მითუმეტეს ევროპულ კონტინენტზე გამოიწვია საფრთხის ახალი აღქმა, რასაც უკრაინის მიმართ არნახული დახმარების გაწევა, სამხედრო ბიუჯეტების ზრდა და ჩრდილო-ატლანტიკური კავშირის მნიშვნელობის განმტკიცება მოჰყვა, - ამბობს ზურაბიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა