ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 1-ელი მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4940 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4967 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7449 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7441 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1282 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 2 მაისიდან შევა ძალაში.