თბილისის რომელ უბანში რა ღირს ბინები? - სტატისტიკის ეროვნული სამსახური ახალ მონაცემებს ავრცელებს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურია ინფორმაციით, 2023 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 0.9 პროცენტით გაიზარდა.
მათივე ცნობით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 25.1 პროცენტით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ბინების სეგმენტში (2.4 პროცენტი). ამავე პერიოდში, ფასები შემცირდა კერძო სახლების სეგმენტში (-3.5 პროცენტი). 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 9.3 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 11.6 პროცენტით.
საქსტატის მონაცემებითვე, 2023 წლის 1-ელ კვარტალში ბინების ღირებულება (1კვ.მ) დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში შემდეგი იყო:
მთაწმინდა - 4 919 ლარი;
ვაკე - 4 201 ლარი;
საბურთალო - 3 344 ლარი;
ჩუღურეთი - 3 257 ლარი;
კრწანისი - 3 175 ლარი;
დიდუბე - 3 004 ლარი;
ნაძალადევი - 2 928 ლარი;
ისანი - 2 856 ლარი;
გლდანი - 2 788 ლარი;
სამგორი - 2 647 ლარი.