თეგებით ძიება

აგრარულ ბაზრებში ხახვი იაფდება - რას ამბობენ სპეციალისტები?

აგრარულ ბაზრების ნაწილში ხახვის ფასი 3 ლარს ჩამოსცდა, თუმცა ჰიპერმარკეტების ნაწილი კი მაღალ ფასს ინარჩუნებს. მიუხედავად იმისა, რომ ტენდენცია შეიცვალა, აქტუალურობას არ კარგავს საკითხი, რამ გამოიწვია ხახვის მოულოდნელი გაძვირება.

სპეცალისტები მიზეზად წარმოებაში არსებულ პრობლემას მიიჩნევენ, რასაც აღიარებენ პროდუქტის ექსპორტიორებიც, რომელთა ინფორმაციითაც, ლოგისტიკაში მცირე შეფერხება დაფიქსირდა - ძირითადად რუსეთიდან და თურქეთიდან, რაც ადგილობრივ ბაზარზე ფასებზე მყისიერად აისახა.

ცნობისთვის, საქართველოში ხახვის მწარმოებელი ორი ძირითადი რეგიონია - ქვემო ქართლი, რომელზეც ადგილობრივი წარმოების 35% მოდის და შიდა ქართლი, სადაც ქართული ხახვის 50% იწარმოება.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე ფასს, ამ ეტაპზე სუპერმარკეტებში ხახვის ღირებულება 3,50 ლარის ფარგლებშია, როცა ორიოდე დღის წინ 5,50-დან 7- ლარამდე იცვლებოდა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მარტში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით ხახვი 110.7%-ით გაძვირდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა