თურქეთში, სტუდენტებით სავსე ავტობუსი ამობრუნდა - დაიღუპა 3 ადამიანი, 44 დაშავდა
თურქეთის ქალაქ ბურსაში, სტუდენტებით სავსე ავტობუსი ამოტრიალდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, 44 კი დაშავდა.
ბურსას გუბერნატორის თქმით, ავარიის დროს ავტობუსში 47 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა შორის 3 მათგანი მასწავლებელი იყო, ხოლო 2 მძღოლი.
სასწრაფო დახმარების მანქანამ დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანა.