მამამ, რომელმაც 19 წლის ქალიშვილს სცემა და იძულებით გაათხოვა, დაკავებულია - ჩაშლილი ქორწილის კადრები გარდაბნიდან - VIDEO
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მამამ თავისი ქალიშვილი მეზობელ მამაკაცს ძალით მიათხოვა, მანამდე კი, ქალიშვილს ფიზიკურადაც გაუსწორდა. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს.
სანამ იძულებით შეუღლებულები და ქორწილში მიწვეული სტუმრები პატარძლის ოჯახიდან რესტორანში გადაინაცვლებდნენ, გოგომ მომხდარის შესახებ დეტალები მეგობარს გაანდო, რომელმაც ადგილზე პოლიცია გამოიძახა. პატარძალი ქორწილიდან თავშესაფარში, მამა კი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
ქორწილი ჩაიშალა, რესტორანში წვეულებაზე მისული სტუმრები კი უკან გააბრუნეს.
19 წლის ქალიშვილის ცემისა და იძულებითი ქორწინების ბრალდებით 50 წლამდე მამაკაცი ახლა სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია. მას წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.
წყარო - "რუსთავი2"