ნიდერლანდებში დააკავეს ქართველები, რომლებიც ისრაელში ჩასვლას მოპარული პასპორტების მონაცემებით ცდილობდნენ
ნიდერლანდებში, აეროპორტში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. ისინი ისრაელში გაფრენას ცდილობდნენ, თუმცა არცერთ მათგანს ისრაელის მიერ გაცემული პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი არ ჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ქართველებმა ელექტრონულ ბაზაში შეიყვანეს პასპორტების მონაცემები, რომლებიც ისრაელის მოქალაქეებს ეკუთვნით. გამოყენებული პასპორტებიდან ორის რეალური მფლობელი ცოცხალი აღარაა.