სექსუალური მოძალადის სახლში, 7 ცხედარი იპოვეს - ტრაგიკული ისტორია, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა
უცხოური მედიის ინფორმაციით, აშშ-ში, ოკლაჰომას შტატში 7 ცხედარი იპოვეს, მათ შორისაა 2 დაკარგული გოგონა.
ცხედრები სექსუალური მოძალადის, ჯესი მაკფადენის სახლში აღმოაჩინეს.
მაკფადენი 2003 წელს გაასამართლეს და 2020 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს. ირკვევა, რომ ცხედრებს შორის იყო თავად მოძალადე და მისი ოჯახის წევრებიც.
გავრცელებული ინფორმაციით, თინეიჯერები 39 წლის ჯესი მაკფადენთან ერთად მოგზაურობისას შენიშნეს.