თეგებით ძიება

რეფინანსირების განაკვეთის შემცირების საკითხს მომდევნო კვირაში განვიხილავთ - ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, პაპუნა ლეჟავა აცხადებს, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების საკითხს 10 მაისს განიხილავენ, თუმცა გადაწყვეტილებაზე წინასწარ ვერ ისაუბრებს.

„ჩვენ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი 10 მაისს გვექნება. პროგნოზების გაკეთება გამიჭირდება. წინასწარ რა მონაცემებსაც ვხედავთ, დაახლოებით იგივე მოლოდინები გვაქვს, რაც წლის დასაწყისში გვქონდა. ვამბობდით, რომ წლის მეორე ნახევრიდან შესაძლებელი იქნებოდა მონეტარული პოლიტიკის შერბილების დაწყება. წინა კომიტეტებზე ეს საკითხი არც კი განგვიხილავს, რადგან რისკები ჯერ კიდევ მაღალი იყო. მომდევნო კომიტეტზე ნამდვილად გვექნება რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მიმართულებით აქტიური განხილვა, თუმცა რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, ამასთან დაკავშირებით წინასწარ ვერ მოგახსენებთ“, – განაცხადა ლეჟავამ.

მისივე თქმით, მიმდინარე ინფლაცია მცირდება და უახლოვდება სამიზნე მაჩვენებელს, თუმცა ეს ჯერ კიდევ განპირობებულია, უმეტესწილად, გარე ფაქტორებით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა