თეგებით ძიება

იმისთვის ცდილობენ ბიძინა ივანიშვილის დასჯას, რომ საქართველოს არ უღალატა - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდრმა, მამუკა მდინარაძემ ბიძინა ივანიშვილის მიმართ განხორციელებულ ფაქტობრივ სანქციებთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, იმისთვის ცდილობენ ბიძინა ივანიშვილის დასჯას, რომ საქართველოს არ უღალატა და არ დაყვა გარკვეული ძალების ნებას, ქვეყანა ჩაერთო ომში.

"ფაქტობრივი, დე ფაქტო სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკვე დაწესებულია და ეს სანქციები შეეხება ორ მილიარდ დოლარს. დამატებით კითხვაზე, თუ რატომ ხდება ეს იმიტომ, რომ სამშობლოს არ უღალატა. ეს არის ყველაზე მოკლედ და რეალური პასუხი, რომელიც გამომდინარეობს იმ ინფორმაციებიდან, რაც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ თქვენც, ჟურნალისტებმაც, საზოგადოებამაც უკვე კარგად იცის. უამრავი ახალი ამბავი გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, რა მეთოდებით ხდება დაბლოკვა ამ თანხების და ეს ხდება მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო და საქართველო ამ ომში არ ჩაერთო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი პროექტი sanctions.nazk.gov.ua მუდმივად აახლებს იმ პირთა სიას, რომელთა სანქცირებისკენაც უკრაინა დასავლურ თანამეგობრობას მოუწოდებს. ამჟამად სია 18,476 პირისგან შედგება, რომელიც ძირითადად რუსეთის მმართველობის და ელიტის ფართო წრეებს მოიცავს.

სიას პროექტის ავტორები სხვადასხვა მხარის მიერ წარდგენილი მონაცემებისა და ინფორმაციების საფუძველზე აახლებენ. ზოგიერთი პირის შესახებ მითითებული წარდგენა კონკრეტულ ინფორმაციებს მოიცავს, სხვების შემთხვევაში კი ის უფრო ზოგადი ხასიათისაა.

ამ სიაში მოხვდა საქართველოს რამდენიმე მოქალაქეც, მათ შორის ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც, ასევე ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და კომპანია “სისტემას” ერთ-ერთი ყოფილი აღმასრულებელი დავით ხიდაშელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა