თბილისში მიმავალი ავტომობილიდან კაცი დაჭრეს - მანქანა გაქცევისას, სავარაუდოდ, ავტობუსს შეეჯახა
თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე კაცი დაჭრეს. მას, სავარაუდოდ, მიმავალი მანქანიდან, 3-ჯერ ესროლეს. გაქცევის დროს მანქანა ავტობუსს დაეჯახა და შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
"მანქანით რომ მოვიდა, მანქანიდან ესროლეს სამი ტყვია, მერე გაქცევა რომ მოინდომა ეტყობა ავტობუსს დაეჯახა და გაიქცა. რამდენი ტყვია მოხვდა, სავარაუდოდ, სამი, ერთი ხელში, ორი უკანა მხარეს", - ამბობს თვითმხილველი.
ავტობუსის მძღოლი ამბობს, რომ ჯიპი შეეჯახა და გაიქცა, თუმცა არ იცის, იგივე მანქანიდან ისროლეს, თუ არა.
დაჭრილი ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.