ცნობილი რუსი დიზაინერი ვალენტინ იუდაშკინი გარდაიცვალა
რუსი დიზაინერი, ვალენტინ იუდაშკინი გარდაიცვალა. ინფორმაცია რუსულ მედიაში გავრცელდა.
დიზაინერი 59 წლის იყო. იგი წლებია სიმსივნეს ებრძოდა. 2016 წელს თირკმლის კიბო დაუდგინდა, რის შემდეგაც მეტასტაზები მთელ სხეულში გავრცელდა.
იუდაშკინი აღიარებული დიზაინერი იყო რუსეთის ფარგლებს მიღმაც. პირველად კოლექციის ჩვენება პარიზში 1991 წელს გამართა.
იუდაშკინს ჰქონდა რუსეთის სახალხო არტისტისა და რუსეთის დამსახურებული ხელოვანის წოდება.