ოზურგეთში, კუბოს ფორმის საყვავილეებში, მარიხუანა ჩარგეს
ოზურგეთში, მერიის მიერ მოწყობილ კუბოს ფორმის საყვავილეებში მარიხუანა ჩარგეს. ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი" ავრცელებს.
„მთავარის“ ინფორმაციით, დარგულია ას ძირზე მეტი მარიხუანა.
ვინ დარგო და საიდან მოხვდა მცენარე იქ, უცნობია.
„მთავარი“ ფაქტის ამსახველ ფოტოსაც ავრცელებს.