მოვამზადებ კანონპროექტს, რომელიც ლგბტ პროპაგანდას შეზღუდავს, ეს არის მიუღებელი ქართველი კაცისთვის - ფრიდონ ინჯია
"ევროპელ-სოციალისტების" ლიდერი, ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ ამზადებს კანონს, რომელიც ლგბტ პროპაგანდას შეზღუდავს.
"მე მოვამზადებ კანონპროექტს, რომელიც შეზღუდავს პროპაგანდას. რომ გამოდიხარ შენ და "ეს კარგია“ და დროშებით გამოდიხარ, ეს არის მიუღებელი ქართველი კაცისთვის.
არავითარი კომუნიკაცია ჩვენ არ გვქონია "ქართულ ოცნებასთან“, ეს პრინციპში, იმათმა უნდა გააკეთონ, რაც მე ჩამოვითვალე და ეს კანონი იმათმა უნდა მიიღონ, ეს ერთი და მოერე, არავითარი კომუნიკაცია მე აქციის ორგანიზატორებთან არ მქონია", - ამბობს ფრიდონ ინჯია.