რიცხვებს დიდი ხნის მანძილზე სიზმარში ძალიან ხშირად ვხედავდი - ქალმა ჯეკპოტი სიზმარში ნანახი რიცხვების გამოყენებით მოიგო
ავსტრალიელმა ქალმა ჯეკპოტი სიზმარში ნანახი რიცხვების გამოყენებით მოიგო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქალმა ლატარიაში $670,000 მოიგო.
„ამ რიცხვებს დიდი ხნის მანძილზე სიზმარში ძალიან ხშირად ვხედავდი. ერთ დღესაც გადავწყვიტე ისინი ლატარიაში გამომეყენებინა",- ამბობს გამარჯვებული.