"თაღლითური სქემაა...იცოდეთ..." - ჟურნალისტი მოსახლეობას აფრთხილებს
ჟურნალისტი, ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ლამის თაღლითური სქემის მსხვერპლი აღმოჩნდა.
"მეგობრებო ასეთი ამბავია, ეს მესიჯები იგზავნება ყველასთან. მე რადგან ამანათს ველოდებოდი ეჭვი არ შემპარვია და გადავედი ლინკზე დავამატე ყველა მონაცემი და აღმოჩნდა, რომ ესაც არის თაღლითური სქემა, თუმცა მე არ მქონდა ბარათზე თანხა და არ ჩამომეჭრა არაფერი, მაგრამ იცოდეთ რომ თქვენ არ შეცდეთ. ეფლ ფეიში ემატება ბარათი ვიღაცასთან და გამოყენებას შეძლებს ჩვეულებრივად.
ფოსტაში ვრეკავდი მოლოდინის დრო 17 წუთიო მერე
ითიშებოდა და მოკლედ ამიტომ ვერ დაველოდე და შევავსე ჩემით", - წერს ბერიძე.