ლარი დოლართან მიმართებით კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4887 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4911 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7463 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7295 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1278 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 4 მაისიდან შევა ძალაში.