თეგებით ძიება
03. 05. 2023 მსოფლიო

დაესხა თუ არა უკრაინა თავს კრემლს? - კიევმა პირველი ოფიციალური კომენტარი გამოაქვეყნა

უკრაინის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა, სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ კიევის მიზანი ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებაა და არა კრემლზე თავდასხმა.

"ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია ე.წ ღამით კრემლზე განხორციელებულ თავდასხმებზე. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, უკრაინული მხარის ხელთ არსებული ყველა ძალა მიმართულია ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად და არა სხვაზე თავდასხმისთვის", - განაცხადა ნიკიფოროვმა.

მისი თქმით, ტერაქტი დნეპრში და უმანში საცხოვრებელი სახლების აფეთქებაა. ის რაც მოსკოვში ხდება, დიდი ალბათობით, 9 მაისის წინ სიტუაციის დაძაბვას ემსახურება.

შეგახსენებთ, რიმ რუსეთ-უკრაინას შორის ომი 2022 წლიდან მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, კიევმა კრემლზე, პუტინის რეზიდენციაზე იერიშის მიტანა სცადა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა