თეგებით ძიება
03. 05. 2023 მსოფლიო

მწვრთნელმა 7 წლის ბიჭი ვარჯიშის დროს სასიკვდილოდ სცემა - რა მოხდა სკოლის სპორტდარბაზში?

1 მა­ისს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სადაც ჩანს, როგორ სცემს ადგილობრივი მწვრთნე­ლი სამ­ბოს ვარ­ჯი­შის დროს 7 წლის ბიჭს.

შემ­თხვე­ვა 29 აპ­რილს ქა­ლაქ სუმ­გა­ით­ში, მე-19 სა­შუ­ა­ლო სკო­ლის სპორტდარ­ბაზ­ში მოხ­და.

მწრთვნელი ცნო­ბილი აზერ­ბა­ი­ჯა­ნელი სპორ­ტსმენი, სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ჯიბ­რე­ბე­ბის გა­მარ­ჯვე­ბული, მეჰ­მან ხა­ლი­ლოვ­ია, რომელმაც ვარ­ჯი­შის დროს 7 წლის მოს­წავ­ლე სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­ი­მე­ტა.

გავ­რცე­ლე­ბულ უმძიმეს კად­რებ­ში ჩანს მწვრთნე­ლის, მეჰ­მან ხა­ლი­ლო­ვის აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვა მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც დარ­ბაზ­ში ვარ­ჯი­შო­ბენ. ხა­ლი­ლო­ვი გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­სას­ტი­კეს იჩენს ერთ-ერთი ბავ­შვის, 7 წლის ფა­რიდ ბა­კა­რო­ვის მი­მართ. მწვრთნე­ლი ტა­ტამ­ზე და­ცე­მულ ბავ­შვს თმით მი­ათ­რევს, თა­ვით სწევს, ია­ტაკ­ზე აგ­დებს და ისევ ხელ­ში იჭერს. მას შემ­დეგ, რაც ბავ­შვი ად­გო­მას ვე­ღარ ახერ­ხებს, თით­ქმის უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბაში მყოფს, წიხ­ლებს ურტყამს. რო­გორც გა­ირ­კვა, ხა­ლი­ლო­ვი სხვა ბავ­შვებ­საც სცემ­და.

მომ­ხდა­რის შემ­დეგ, უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ბავ­შვი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მწვრთნელ­მა კი მშობ­ლებს და­უ­რე­კა და უთხრა, რომ ბავ­შვი და­ე­ცა და და­შავ­და, სი­მარ­თლე სათ­ვალ­თვა­ლო კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ გა­ირ­კვა.

ექ­სპერ­ტი­ზის პირ­ვე­ლა­დი დას­კვნით, მწვრთნელ­მა ბავ­შვს კი­სე­რი მო­ტე­ხა.

ამ­ჟა­მად ხა­ლი­ლო­ვი და­კა­ვე­ბუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126.3 მუხ­ლით (სხე­უ­ლის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით, რა­მაც გა­მო­იწ­ვია სიკ­ვდი­ლი). მას წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა