„ეს მხოლოდ ჟურნალია, კინო სადაცაა დაიწყება“ - რას წერს დავით ქაცარავა?
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა უპილოტო საფრენი აპარატით, კრემლზე იერიშს გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დაწერა.
„ასაფეთქებლით დატვირთული პირველი მერცხლები შეფრინდნენ კრემლში.
ეს მხოლოდ ჟურნალია.
კინო სადაცაა დიწყება.
უცნაურად ნაცნობი სუნი დატრიალდა კრემლშიო, იუწყებიან ტელეგრამ არხები.
აი ქოცმთავრობა მაინც რატომ ეტენება ასე ჯიუტად, ჩასაძირად განწირულ კრემლის ნავში, ეს ამოცანა ჯერ ვერაფრით ამოვხსენი“, - წერს ქაცარავა.