პრეზიდენტი ვიყო, ამ ომს 24 საათში დავასრულებდი - დონალდ ტრამპი
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში, მას შეუძლია 24 საათში დაასრულოს ომი უკრაინაში.
"მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ამ ომს დავასრულებდი და ამას 24 საათი დასჭირდებოდა. მე კარგად ვიცნობ ზელენსკის. კარგად ვიცნობ პუტინს. მე შემიძლია დავასრულო ის ამ დროში... 100%-ით", - თქვა ტრამპმა. GB News-თან ინტერვიუში.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.