ჩვენ არავინ წაგვიხალისებია უკრაინის საზღვრებს გარეთ თავდასხმის განხორციელებაში - ჯონ კირბი
ჩვენ არავინ წაგვიხალისებია უკრაინის საზღვრებს გარეთ თავდასხმის განხორციელებაში, - კრემლზე თავდასხმასთან დაკავშირებით რუსეთის ბრალდებებს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უარყოფენ.
„ჩვენ უკრაინელებს არ ვკარნახობთ, როგორ დაიცვან თავი და არც მათ მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე ვაძლევთ ბრძანებებს. ჩვენ არავინ წაგვიხალისებია უკრაინის საზღვრებს გარეთ თავდასხმის განხორციელებაში. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა მოხდა. ახლა ამის შეფასება ხდება. შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ამაში აშშ-ის მონაწილეობა არ ყოფილა. რაც იყო, ჩვენ არ გვეხებოდა. ჩვენ არაფერი გვქონდა ამ საქმესთან საერთო. აშკარაა, რომ პესკოვი იტყუება“, – განაცხადა კირბიმ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.