თეგებით ძიება

ამორალურს სჭირდება სწორი მორალის დაპირისპირება - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერი, მამუკა მდინარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბუდაპეშტში კონსერვატორთა კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

 "არაჯანსაღ პროპაგანდას სჭირდება ჯანსაღი პროპაგანდა. ამორალურს სჭირდება სწორი მორალის დაპირისპირება. ამაზე ვსაუბრობთ. როდესაც ვსაუბრობთ ეროვნულ იდენტობაზე და ღირებულებებზე, ისე წარმოაჩენენ ხოლმე, თავს – უკაცრავად გამოთქმისთვის – გამოიშტერებენ, თითქოს საერთოდ ვერ ხვდებიან, რაზეა ლაპარაკი. ოღონდ იმაზეა ლაპარაკი, რასაც ისინი აკეთებენ ხოლმე წლების განმავლობაში, რის წინააღმდეგაც იბრძვიან. ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, ქართული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენლის მიმართ, ამ ინსტიტუტის მიმართ. სულ რომ არ იყო მორწმუნე, ხომ უნდა სცემდე პატივს შენს გუშინდელ დღეს, რაზეც ხვალინდელი უნდა იყოს დაფუძნებული. ამ ევროპულობას, ამ შემთხვევაში ქრისტიანულ ევროპულობას, ტოლერანტობას, რაც სხვა ერების თუ კონფესიების, რელიგიების წარმომადგენლების მიმართ ყოველთვის ჰქონდა ქართველს და საქართველოს მოქალაქეს, ამას ხომ უნდა სცემდე პატივს. ამის წინააღმდეგ რომ იბრძვიან, წარსულში ყველაფერს რომ ებრძვიან, მათ შორის რელიგიასთან მიმართებით, ისტორიაში აღიარებულ ადამიანებთან მიმართებით, გმირ მეფეებთან მიმართებით, ამას რომ ებრძვიან, ახალი ამბავია? ამას ხომ ერთიანი ფრონტით უტევენ ხოლმე. და ახლა, როდესაც ამის საპირისპირო სწორ მორალურ ღირებულებზე, იდენტობაზე, ქართულ იდენტობაზე, ქართულ კულტურასა და ტრადიციებზეა საუბარი, თითქოს ვერ ხვდებიან, რაზეა ლაპარაკი და რა არის სწორი ამ ქვეყნისთვის. სწორედაც ხვდებიან, მაგრამ ამას ებრძვიან", - განაცხადა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა