რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების ოდენობა 8-ჯერ გაიზარდა
2022 წლის მარტთან შედარებით, 2023 წლის მარტში 8.3-ჯერ გაიზარდა ფულადი გზავნილების ოდენობა რუსეთიდან საქართველოში და შეადგინა 224 მილიონი ამერიკული დოლარი, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
40.4%-ით გაიზარდა აშშ-დან გადმორიცხული თანხის ოდენობა, ასევე ზრდაა დაფიქსირებული ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან გადმორიცხული თანხის მოცულობაში.
სებ-ის ინფორმაციით, მარტში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს წარმოადგენდა რუსეთი (51.0%), ევროკავშირის ქვეყნები (24.6%) და აშშ (8.2%). ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.