"კი ოსიმენმა ყველაზე მეტი გოლი გაიტანა, მაგრამ "ნაპოლის" მთავარი "იქს ფაქტორი" ხვიჩა იყო" - მერაბ მეტრეველი
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას სკუდეტოს მოპოვებას ულოცავს.
"კი ოსიმენმა ყველაზე მეტი გოლი გაიტანა, კი ლობიტკა იყო ნახევარდაცვის ბურჯი, მაგრამ მოდი ვაღიაროთ, რომ ამ სეზონში "ნაპოლის" მთავარი "იქს ფაქტორი" ხვიჩა იყო, მთავარი მოულოდნელობა შეტევაში მეტოქეებისთვის.
დანარჩენები წინა სეზონშიც იყვნენ და მეტოქეები მათ კარგად იცნობდნენ, მთთვის მთავარი სიურპრიზი სწორედ ხვიჩა იყო.
კი სეზონის ბოლოს ხვიჩა ვეღარ არის ისეთი ეფექტური, როგორც თავიდან, რადგან მის წინააღმდეგ მეტოქეებმა საგანგებო ზომების მიღება დაიწყეს, მაგრამ, ვიდრე ამას მოახერხებდნენ, მანამდე ხვიჩას და "ნაპოლის" თავისი საქმე უკვე გაკეთებული ქონდათ.
(ასე რომ მარტო ქართველები არ ვფიქრობთ, ეს ფოტოებიც მოწმობს. ყველა გამოცემის პირველ გვერდზე დღეს კვარაა).
ახლა მთავარია, ხვიჩამ ახალ სეზონში საკუთარ თავში ახალი ძალები და ახალი სათამაშო უნარები იპოვოს, რომ ისევ ეფექტური გახდეს, თორემ ნიჭი არსად დაიკარგება. მანამდე კი წინ ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატია, სადაც იმედია, ხვიჩაც ითამაშებს და ქართული ფეხბურთის ყველა ახალი იმედი (ზურიკო, მიქაუტაძე, გოჩოლეიშვილი, მამარდა), რაც იმას ნიშნავს, რომ მაგარი გუნდი გვეყოლება და კარგი საგულშემატკივრო გვექნება", - წერს ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი", სადაც ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიაც თამაშობს, 33 წლის შემდეგ იტალიის ჩემპიონი მესამედ გახდა.