თეგებით ძიება

„სად არის ჩემი შვილის საათი, რა მოტივით მომიკლეს შვილი და როდის აღსრულდება სამართალი?“ - ნიკო კვარაცხელიას დედა შს მინისტრს

მოკლული, ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალური ქსელის მეშვეობით, შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს და პასუხს ითხოვს, სად არის მისი შვილის საათი.

როგორც ომაძე წერს, მისი შვილის მკვლელობის საქმე ბოლომდე გახსნილი არ არის.

"ბატონო მინისტრო!

მოგმართავთ ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე , იქნებ ნიკო კვარაცხელიას საათის შესახებაც პირადად თქვენ ფლობთ ინფორმაციას ან პირადად თქვენთან ინახება, საათი რომელიც ქალაქის ცენტრში დახვრეტილ ახალგაზრდას მოპარეს და ალბათ სამომავლოდ შანტაჟისთვის გადაინახეს! ან იქნებ ისიც მითხრათ მეორე საქმედ გამოფილი ნაწილი როდის აღსრულდება, ყველაფერს აქვს დასასრული, მოთმინებით, ქრისტიანული მორალის დაცვით და განსაზღვრული უფლებებით მივუყვები საქმეს მაგრამ საპირისპიროდ ჩვენ განადგურებული დედები თითქოს ვტყუით (ან ვიღაცში სინდისის და სულის ერთმანეთთან შეჯახებით სიმართლე  რომ აღმოიფრქვევა, ის უკვე ცრუობს).

 არა ბატონო მინისტრო! ამაზე უკვე ვეღარ დაგეთანხმებით, ვეღარ დაგიჯერებთ რომ თქვენ ნიკო კვარაცხელიას  საქმეს გახსნით და ხელისგულზე დადებულ საქმეს ოდესმე ბოლომდე მიიყვანთ!  

იქნებ ძიება შეწყვიტეთ კიდეც, ან დამკვეთებს და მათ ხელშემწყობებს მომავალი ტერორისტული აქტისთვის ამზადებს მავანი!!!

ვითხოვ პასუხს, პირადად თქვენგან  ასე ღიად  და საჯაროდ, სად არის ჩემი შვილის საათი, რა მოტივით მომიკლეს შვილი და როდის აღსრულდება სამართალი???

ქრისტიანულად მე  განადგურებულმა დედამ  მათ შევუნდე და დავძინე კიდეც ამ ქვეყანაში დაე ნიკო იყოს ბოლო და უკანასკნელი მეთქი მაგრამ საპასუხოდ რა მივიღე???

ორი წელი გადის და საქმე

არ მიგიყვანით ბოლომდე მაშინ როცა ერთ საათში სრულიად საქართველომ იცოდა რომ ნიკო კვარაცხრლია მოუკლეს ქვეყანას როგორც წარმატებული ახალგაზრდა!!!

ყველა გახმაურებული საქმე  ბოლომდე უნდა მივიდეს( თანავუგრძნობ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს) ყველა ადამიანის, ახალგაზრდის  უფლება დაცული უნდა  იყოს ამ ქვეყანაში, ჩვენ განადგურებული ოჯახები უკვე კია არ გთხოვთ 

მ ო ვ ი თ ხ ო ვ თ!

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia

P.S. დღეებია არ ცხრება ინტერესი იქნებ ნიკოც რამე სახით იყო ქოლცენტრებთან დაკავშირებულიო, ნამდვილად არა, მაგრამ ნიკო და თავისი გუნდი, მისი თანატოლი ახალგაზრდები უდავოდ იქნებოდნენ რისხვა ყველა უკანონო ქმედებისა ამ ქვეყანაში, ამიტომაც ესროლეს, 

მაგრამ ვერ მოკლეს!!!

მინდა ყველამ იცოდეს ნიკო კვარაცხელიას საქმეზე სასჯელს მხოლოდ ორი სულგაყიდული ახალგაზრდა იხდის რომლებსაც თვალებში რომ შეეხედათ  ჩემი ნიკოსთვის ვერ ესვროდნენ! 

სიყვარული სცვიოდა ჩემს ბიჭს თვალებიდან!

ბატონო მინისტრო, რომ არა თქვენი განცხადება ნამდვილად არ ვფიქრობდი სწორედ დღეს ხმაურს!

P.S. ფოტო კი ძალიან გვიყვარს და ამიტომ გიზიარებთ, ასე დაგვცქერის ჩვენი ბიჭი, ანა კი თავის მონაცვლედ დაგვიტოვა" წერს იზა ომაძე. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა