თეგებით ძიება

აშშ-ში გაყიდულმა ქართველმა ბავშვმა საქართველოში ოჯახი იპოვა - იძებნება ძიძა, რომელმაც ის გაყიდა

ჯგუფის "ვეძებ" დამფუძნებელი, თამუნა მუსერიძე ამერიკაში გაყიდულ ქართველ ბავშვზე წერს და აღნიშნავს, რომ გოგონამ ბიოლოგიური ოჯახი იპოვა, თუმცა ახლა იძებნება ძიძა, რომელმაც ბვშვი გაყიდა.

"ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ!

ამ ფოტოზე თქვენ ხედავთ ძიძას, რომელთანაც ამერიკაში გაყიდული გოგონა 10 თვის განმავლობაში ცხოვრობდა. გთხოვთ, თუ ვინმე იცნობთ, დაგვაკავშირეთ.

ჩავამატე:

ნინო მგალობლიშვილი, ცხოვრობდა მუხიანში, დაგვეხმარეთ", - წერს მუსერიძე.

მოგვიანებით კი, თამუნამ შემდეგი სახის ინფორმაციაც გაავრცელე: 

"დღეს  დილით ჯგუფს ვეძებ (vedzeb) 2003 წელს ამერიკაში გაყიდული ქართველი გოგონა დაუკავშირდა. ეს გოგონა ბიოლოგიურ ოჯახს ეძებს. ოჯახი ვიპოვეთ და ახლა ამ ქალბატონს ვეძებთ. 

ფოტოზე აღბეჭდილია ნინო მგალობლიშვილი. წლების განმავლობაში ქალბატონი ნინო დედამისთან ერთად მუხიანის ბინაში ბავშვებს გარკვეულ ასაკამდე ზრდიდა და შემდგომ ამ ბავშვებს ამერიკაში ყიდდნენ. თუ ვინმე იცნობთ ამ ქალბატონს, ძალიან გთხოვთ, დამაკავშირეთ".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა