ვის შემოაქვს ქვეყანაში ნავთობი და ნავთობპროდუქტები? - TOP-10 იმპორტიორი კომპანია
2023 წლის პირველ მეოთხედში საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო საქონლის ათეულში მსუბუქი ავტომობილების შემდეგ მეორე ადგილი მთლიან იმპორტში 7.6%-იანი წილით ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს უკავიათ. შესაბამისად, ქვეყანიდან იანვარ-მარტის განმავლობაში 315 049 ტონა საქონლის შესაძენად 251 მილიონ 150 ათასი დოლარი გავიდა. იმპორტი გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით ღირებულებით 2.6%-ით გაიზარდა, მოცულობით კი 9.2%-ით.
ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთავარი საიმპორტო ქვეყანა კი რუსეთი იყო. ამ მიმართულებას საქართველოს ნავთობის იმპორტში 67.2%-იანი წილი ეკავა. ქვეყნის მიერ პირველ კვარტალში შესყიდული ნავთობის ღირებულებისა და მოცულობის მიხედვით ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:
1. რუსეთი - $169 მილიონი, 235,339 ათასი ტონა.
2. რუმინეთი - $39 მილიონი, 45,505 ათასი ტონა;
3. თურქმენეთი - $14 მილიონი, 15,092 ათასი ტონა;
4. საბერძნეთი - $9 მილიონი, 8,332 ათასი ტონა;
5. აზერბაიჯანი - $4 მილიონი, 4,091 ათასი ტონა.
ქვეყანაში ნავთობროდუქტების შემომტანი კომპანიების TOP-10-ეული შემდეგნაირია:
• შპს ლაგუნა;
• შპს ლუკოილ-ჯორჯია;
• შპს პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია;
• შპს პორტალ პეტროლეუმ ჯორჯია;
• შპს რომპეტროლ საქართველო;
• შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია;
• შპს ჯე ტრეიდ;
• შპს ჯეორჯიან როუტ;
• შპს ჯორჯიან პეტროლიუმი;
• სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია.