თეგებით ძიება

პასუხისმგებლობა აშშ-სა და ბრიტანეთს ეკისრებათ - რას ამბობს მარია ზახაროვა?

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა, ნიჟნი ნოვგოროდში მომხდარ აფეთქებაში, რა დროსაც ცნობილი რუსი მწერალი, პროპაგანდისტი და ომის მხარდამჭერი ზახარ პრილეპინი დაშავდა, აშშ-სა და ბრიტანეთს ადანაშაულებს.

"ვაშინგტონმა და NATO-მ კიდევ ერთი საერთაშორისო ტერორისტული უჯრედი - კიევის რეჟიმი, გამოკვებეს. ბინ ლადენი, ISIS, ახლა ზელენსკი ავაზაკებთან ერთად.

პირდაპირი პასუხისმგებლობა აშშ-სა და ბრიტანეთს ეკისრებათ", - განაცხადა ზახაროვამ.

აფეთქება რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში დღეს, 6 მაისს მოხდა. შემთხვევის შედაგად რუსი პროპაგანდისტი ზახარ პრილეპინი დაშავდა, მისი მძღოლი კი დაიღუპა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა