ავარიას საჯავახოსთან 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ჩოხატაური-სამტრედიის გზის მონაკვეთზე, საჯავახოსთან ავარია მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ბორდიურს შეასკდა და 19 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ინფორმაციას „გურის ნიუსი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მშობლებთან ერთად ოზურგეთში ცხოვრობდა. მას 5 თვის შვილი დარჩა.