თეგებით ძიება
07. 05. 2023 მსოფლიო

სიტუაცია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარედ სულ უფრო საშიში ხდება - ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი

რუსეთის მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ სიტუაცია პოტენციურად საშიში გახდა. ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა.

გროსიმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მოსკოვის მიერ დანიშნულმა ჩინოვნიკებმა მიმდებარე ტერიტორიებიდან ადამიანების ევაკუირება დაიწყეს.

„ზოგადი სიტუაცია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სულ უფრო არაპროგნოზირებადი და პოტენციურად საშიში ხდება. უკიდურესად შეშფოთებული ვარ ბირთვული უსაფრთხოებისა რეალური რისკებით, რომლის წინაშეც ელექტროსადგური დგას. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ახლა, რათა თავიდან ავიცილოთ სერიოზული ბირთვული ავარიის საფრთხე და მასთან დაკავშირებული შედეგები მოსახლეობასა და გარემოზე“, - განაცხადა რაფაელ გროსიმ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა