თეგებით ძიება
07. 05. 2023 მსოფლიო

„თუ ამ იაფფასიან ქალს მიეცემა უფლება დაბრუნდეს, მე წავალ" - მარგარიტა სიმონიანი ალა პუგაჩოვაზე

კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტი, მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნი მომღერალ, ალა პუგაჩოვას მოსკოვში დაბრუნებას ეხმაურება და აცხადებს, რომ არ მო­ით­მენს, თუ პრი­მა­დო­ნას „უკან არ წა­ი­ღე­ბენ“.

"თუ ამ ია­ფ­ფა­სი­ან ქალს მი­ე­ცე­მა უფ­ლე­ბა დაბ­რუნ­დეს და გა­აგ­რძე­ლოს რუ­სეთ­ში ფარ­სის მო­წყო­ბა, რო­მელ­საც ის მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დგამ­და, მე წა­ვალ. ეს იქ­ნე­ბა შე­უ­რა­ცხყო­ფა, რო­მელ­საც ვერ ავი­ტან. ბევ­რს ვიც­ნობ, ვინც იგი­ვეს გა­ა­კე­თებს", - გა­ნა­ცხა­და სი­მო­ნი­ან­მა

ცნობისთვის, ალა პუგაჩოვა მე­ო­რე დღეა მოს­კოვ­ში დაბ­რუნ­და, რათა გარ­დაც­ვლილ მე­გო­ბარს, დი­ზა­ი­ნერ, ვა­ლენ­ტინ იუ­დაშ­კინს და­მშვიდობებოდა. დი­ზა­ი­ნე­რის გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბელ ცე­რე­მო­ნი­ა­ზე იგი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის პრესმდი­ვანს, დი­მიტ­რი პეს­კოვს შეხ­ვდა. რუ­სე­ბის დიდი ნა­წი­ლი აღ­შფოთ­და იმის ნახ­ვით, რომ პეს­კოვ­მა მომ­ღე­რალს ხელ­ზე აკო­ცა და უთხრა, რომ ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და მისი ნახ­ვა.

შეგახსენებთ, რომ ალა პუ­გა­ჩო­ვამ და მისმა მეუღლემ, უკრაინაში რუსეთის შეჭრა გააპროტესტა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა