თეგებით ძიება

პაატა ბურჭულაძე POSTV-ის და შალვა რამიშვილს უჩივის - რატომ მიმართა მომღერალმა სასამართლოს?

მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე ტელეწამყვან შალვა რამიშვილს სასამართლოში უჩივის. ბურჭულაძე რამიშვილს  ღირსებისა და პატივის შელახვას ედავება, რადგან ამ უკანასკნელმა ბურჭულაძე POSTV-ის ეთერში თაღლითად მოიხსენია.

"10 აპრილს პოსტივის გადაცემაში შალვა რამიშვილმა განახორციელა შემდეგი, რომ პაატა ბურჭულაძე მოიხსენა, როგორც საქველმოქმედო თანხების გამფლანგველი და თაღლითი, რაზეც თურმე გამოძიება მიმდინარეობს და შესაბამისად მისი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია შელახა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ შეგვაქვს სარჩელი, რომლითაც მოვითხოვთ, რომ მოხდეს ამ ყველაფრის უარყოფა და გარკვეული მორალური ზიანისთვის დაეკისროს შალვა რამიშვილს და პოსტივის გარკვეული თანხა, რომელიც დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში მოხმარდება ქველმოქმედებას. შალვა რამიშვილისგან პირადად ვითხოვთ 50 ათას ლარს, ხოლო პოსტივისგან 100 ათას ლარს", - ამბობს ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი.

იმ შემთხევვაში, თუ რამიშვილი ვერ დაამტკიცებს, რომ ოპერის მომღერალი თაღლითია შალვა რამიშვილს ბურჭულაძისთვის 50 ათასი ლარის გადახდა მოუწევს, "პოსტივის" კი 100 ათასი ლარის. საჩივრის დაკმაყოფილების შეთხვევაში მოთხოვნილი თანხა მოხმარდება ქველმოქმედებას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა