თეგებით ძიება

დავით არახამიას განცხადებები საქართველოს და უკრაინის მეგობრობას აზიანებს - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე  უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის" თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ასეთი განცხადებები აზიანებს საქართველოს და უკრაინის მეგობრობას. 

„რა თქმა უნდა სხვა კომენტარს ჩვენ ახლა არ გავაკეთებთ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს და უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის", - აცხადებს თალაკვაძე.

დავით არახამიას თქმით, თუ ნიკა გვარამიას გაათავისუფლებენ, ის პირადად სთხოვს უკრაინის პრეზიდენტს საქართველოში ელჩის დანიშვნას. ამის შესახებემ ერთ-ერთ ქართულ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ მომავალი არჩევნების შემდეგ საქართველოში ეს მთავრობა აღარ იქნება ხელისუფლებაში. არახამიას განცხადებით, მოქმედი მთავრობა რუსეთს სულ უფრო და უფრო უახლოვდება, თუმცა ხალხი იმსახურებს ევროპულ მომავალს და არა მთავრობა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა