მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.35 მილიარდი ლარია - საპენსიო სააგენტო
საპენსიო სააგენტოს ცნობით, 2023 წლის 10 მაისის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.35 მილიარდი ლარია. წმინდა ამონაგები კი 512.6 მილიონ ლარს შეადგენს.
„საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა მილიონ 395 ათასი ადამიანია.
დღეისათვის დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 3,551 პირმა, მათზე გაცემული თანხა კი 9,722,021.67 ლარს შეადგენს“, – აცხადებენ საპენსიო სააგენტოში.