ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.5294 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4830 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7707 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7430 ლარს შეადგენდა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1295 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 11 მაისიდან შევა ძალაში.