თეგებით ძიება
10. 05. 2023 ბიზნესი

გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით სპექტაკლი „გრონჰოლმის მეთოდი“ გაიმართა

გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, 5 მაისს, მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლი „გრონჰოლმის მეთოდი“ გაიმართა.

ღონისძიებაზე სპეციალურ სტუმრებად მოწვეული იყვნენ სხვადასხვა კომპანიის დამფუძნებლები და დირექტორები.

„გაყიდვების ასოციაციის“ ღონისძიებების ფარგლებში, ჩატარდა ინოვაციურ შეხვედრათა სერიაც — „საქმე კეთდება სუფრაზე“, რამაც სხვადასხვა ლოკაციაზე, ასოციაციის წევრების 10-10-კაციან ჯგუფებს, არაფორმალურ გარემოში შეხვედრისა და დაახლოების საშუალება მისცა.

 „სპექტაკლი „გრონჰოლმის მეთოდი“, რომელიც გავაერთიანეთ ბიზნესთან, საინტერესო გამოვიდა. მსგავსი ტიპის იყო წინა აქტივობაც, როდესაც გავაკეთეთ პროექტი „საქმე კეთდება სუფრაზე“, რაც ასევე ძალიან საინტერესო ფორმატი იყო. ამ აქტივობას საფუძვლად „ქართველური ინსაიტი“ ედო, რამაც გაამართლა, დაიდო ბიზნეს შეთანხმბები, გაფორმდა ბიზნეს პარტნიორობა.  პორექტის წინ , რა თქმა უნდა, წინასწარ მოკვლევა გავაკეთეთ, ვინ ვის შეიძლებოდა, რომ გამოდგომოდა და დახმარებოდა. საბოლოოდ კი, ასოციაციისა და ბორდის წევრები ერთად დავსხედით სუფრაზე, შედგა საინტერესო საუბრები და გაკეთდა საქმეებიც. ყველაზე მეტად გვახარებს ის, რომ ბიზნესები, რომლებიც აქ არიან გაერთინებული, ყოველდღიურად იღებენ და აღნიშნავენ იმ ბენეფიტებს, რასაც ასოციაციისგან იღებენ“, - განაცხადა "კრაკენის და გიფერის" თანადამფუძნებელმა, თორნიკე ტურიაშვილმა.

როგორც „შარმ ტრეიდინგის“ ბრენდ მენეჯერმა, შავლეგ დიაკვნიშვილმა აღნიშნა, გაყიდვების ასოციაცია შესაძლებლობას ქმნის, შეიკრიბოს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მყოფი ადამიანები და ერთმანეთის ცოდნის გაზიარებით შეეიქმნას ახალი შესაძლებლობები და მოხდეს ახალ, საინეტერესო პროექტებზე მუშაობა.

„შარშან ჩამოყალიბდა გაყიდვების ასოციაცია, რამაც მოგვცა საშუალება, რომ გაგვეზიარებინა ჩვენი სიახლეები, მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რითიც შეგვიძლია, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ. ამ გამოცდილებით შარშან მოვახერხეთ 4-ჯერ შეხვედრა. დღეს უკვე გაყიდვების ასოციაციამ შეძლო არამარტო თავისი წევრების , არამედ მოწვეული სტუმრების შეკრებაც და ჩვენი მიზნების, სურვილების უფრო ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა. ყველაფერი ემსახურება იმ მიზანს, რომ დავამყაროთ ახალი კონტაქტები, გავუზაიროთ ჩვენი გამოცდიებები ერთმანეთს და შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, წინ წავიდეთ“.

„სოკარის“ აღმასრულებელი დირექტორის, ნოდარ ყანჩაველის შეფასებით,  „ასოციაციის ღონისძიებები ხელს უწყობს წევრების დაახლოებას, ბიზნესების განვითარებას და ამ ბიზნესების საჭიროებების, სურვილების უფრო და უფრო ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას“.

 „გაყიდვების ასოციაცია გვაძლევს საშუალეაბს, რომ გვქდონდეს განსხვავებული შეხვედრები, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს „ნეთვორქინგის“ ნაწილში. ვფიქრობ, დღეს ყველას გვჭირდება ძლიერი კავშირები, კონტაქტები, რაც შემდეგ პროფესიულადაც აისახება ბიზნესების განვითარების კუთხით. როგორც ყოველთვის, განსხვავენული კონცეფციის მატარებელია ასოციაციის ეს ღონისძიებაც, რაც სასარგებლოსთან ერთად ძალიან სასიამოვნო და დასამახსოვრებელია“, - განაცხადა საინფორმაციო პორტალ „ბია“ -ს დირექტორის მოადგილემ, ნუცა ოთიაშვილმა.

გაყიდვების ასოციაციის პრეზიდენტის, საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის დამფუძნებლის, დავით ჩიკვაიძის შეჯამებით, „ნეთვორქინგთან“ ერთად, უნდოდათ, ღონისძიება ყოფილიყო კულტურული ხასიათის, ამიტომ სპეციალურად მარჯანიშვილის თეატრმა დადგა სპექტაკლი.

„შევეცადეთ, ღონისძიება ყოფილიყო კულტურული ელემენტებითაც დატვირთული, ამიტომ მარჯანიშვილის თეატრმა გაყიდვების ასოციაციის წევრებისთვის და სტუმრებისათვის დადგა სპექტაკლი "გრონჰოლმის მეთოდი", რომელიც ძალიან საინტერესო გამოვიდა. სპექტაკლი შინაარსობრივად ახლოს იყო ბიზნესთან, კომპანიის დამფუძნებლების, გადაწყვეტილების მიმღები პირების საქმიანობასთან, მათ პრობლემებთან და ამ პრობლემების გადაჭრის გზებთან“.


„გაყიდვების ასოციაციის“ მიზანია, გაყიდვების პროფესიონალებმა გაიცნონ საინტერესო ადამიანები, გააზიარონ დაგროვილი ცოდნა, აიმაღლონ ცნობადობა და გავიდნენ საერთაშორისო ბაზარზე. ასოციაცია ყოველ სამ თვეში ერთხელ ატარებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას, რომლებიც წევრების დაპარტნიორებას და საინტერესო, საქმიანი კავშირების შეძენას უწყობს ხელს.

ღონისძიების სპონსორები იყვნენ „სარაჯიშვილი“ და „ბადაგონი“.

 

 

 

 

 

 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა