თეგებით ძიება

ბოლო გამოსვლისას, ხმის დათვლა რომ დაიწყო, გულმა ვეღარ გამიძლო და გავთიშე ლაივი - რას ამბობს ნუცა ბუზალაძის დედა?

ნუცა ბუზალაძის დედა, ნინო კანკავა შვილის American Idol-ში გამოსვლის შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, ბოლო გამოსვლისას, ხმის დათვლა მისთვის ყველაზე ემოციური მომენტი იყო.

"ნუცა ყოველთვის თავად მამხნევებდა, დედა, შენ არ ინერვიულოო, ასე იწყებოდა ჩვენი საუბარი, თუმცა ამას საუბარიც არ ერქვა, წუთიერად გადმორეკავდა, მომეფერებოდა, მომიბოდიშებდა, რომ დრო არ ჰქონდა. სულ ეს იყო. მეც, ისევე, როგორც ყველა, მხოლოდ კონცერტის ლაივის დროს ვიგებდი შედეგებს.

ნუციკოს მამა და მთელი ნათესაობა  გახარებულები არიან. ისინიც ისე განიცდიდნენ, როგორც მე და შეიძლება, უფრო მეტადაც, რადგან ნუცას მამა ძალიან მგრძნობიარე და ემოციური ადამიანია. მამა-შვილს ძალიან უყვარს ერთმანეთი, სხვანაირად არც შეიძლება იყოს…

ბოლო გამოსვლის დროს, როცა ხმის დათვლა დაიწყო, გულმა ვეღარ გამიძლო, გავთიშე ლაივი და შედეგი მოგვიანებით გავიგე. არასდროს მინერვიულია ასე. მართლა არ ვიცი, როგორ გავუძელი ამ ყველაფერს!

ნუცამ ჟიურის წევრები საქართველოში დაპატიჟა. არ ვიცი, გვექნება თუ არა ბედნიერება, რომ ისინი ჩამობრძანდნენ და ვუმასპინძლო, რადგან მათ წლობით ადრე აქვთ გაწერილი დღის წესრიგი. თუ ამერიკელ მაყურებელს მოეწონა ნუცას გამოსვლები, გაუჩნდა სურვილი საქართველოს გაცნობის და აქ ჩამოსვლის, ე.ი. ნუცამ წარმატებას მიაღწია…“- ამბობს ნუცას დედა ჟურნალ "სარკესთან“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა