„აუცილებელია ხელისუფლებამ უარი თქვას ფრენების აღდგენაზე!“ - თინა ხიდაშელი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ფრენების აღდგენას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას ფრენების აღდგენაზე.
„აბსოლუტურად აუცილებელი და უალტერნატივოა რომ საქართველოს ხელისუფლებამ:
1. უარი თქვას ფრენების აღდგენაზე და შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს რუსული ავიაკომპანიების წინააღმდეგ;
2. სავიზო რეჟიმი დაუწესდეთ რუსეთის მოქალაქეებს.
და სულ არ მგონია რომ ეს საჩუქარია ხელისუფლებისთვის.
სწორედ რომ პირიქით, კრემლმა ზუსტად იცის თბილისში არსებული ხელისუფლების სისუსტე და შიშები და სწორედ ამიტომ მუდმივად აშანტაჟებს. ამ შემთxვევაშიც ასეა, სწორედ ამ ისტორიულ მომენტში უნდა მიაღებინოს გადაწყვeტილებები რომელიც იმ მცირედ სინათლესაც ჩააქრობს, რაც ჯერ კიდევ ბჟუავს ევროვაშირთან მიმართებაში.
ძალიან მძიმე და სამწუხარო საყურებელია ასეთი შეშინებული ხელისუფლება რუსეთში მყოფი მილიონი ქართველის მითოლოგიით რომ კვებავს საკუთარ ამომრჩეველს“, – წერს თინა ხიდაშელი.
ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება საქართველოს მოქალაქეებს 90 დღემდე ვადით შეეძლებათ. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.