თეგებით ძიება

„დააბრუნეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო, მანამდე ჩვენ შორის კარგი ურთიერთობები ვერ იქნება!“ - ზვიად ტომარაძე

„ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე  რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბას და ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრე­ნებ­ზე აკ­რძალ­ვის მოხ­სნას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.

„არის შემთხვევები, როდესაც ღირსება პოლიტიკაზე მაღლა დგას! 

2013–2016 წლებში მქონდა რამდენიმე მიწვევა და შემოთავაზება რუსეთში სხვადასხვა კონფერენციაზე დასასწრებად, არცერთხელ არ წავსულვარ, რადგან მიმაჩნდა, რომ სანამ ჩემი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, ამ შემთხვევაში მტერს სახელმწიფომ უნდა ელაპარაკოს და მე იქ არაფერი მესაქმებოდა. თუ ჩავიდოდი, ჩემი პირველი სიტყვები იქნებოდა: დააბრუნეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო, მანამდე ჩვენ შორის კარგი ურთიერთობები ვერ იქნება!“, - წერს ტომარაძე.

ცნო­ბის­თვის, რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მი გა­ა­უქ­მა. შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­მოს­ცა. პუ­ტი­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ვი­ზო რე­ჟი­მი 15 მა­ი­სი­დან გა­უქ­მდე­ბა. ვი­ზის გა­რე­შე რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყოფ­ნის უფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს 90 დღემ­დე ვა­დით შე­ეძ­ლე­ბათ. ამას­თან, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა რუ­სუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრე­ნებ­ზე აკ­რძალ­ვაც მოხ­სნა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა