თეგებით ძიება

„უვიზო ფრენებიო ოკუპანტ რუსეთთანო.... და ეს მაშინ, როცა მთელი მსოფლიო გაემიჯნა ოკუპანტ, თავდამსხმელ რუსეთს“ - თაკო ჩარკვიანი

პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბას და ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრე­ნებ­ზე აკ­რძალ­ვის მოხ­სნას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.

„უვიზო ფრენებიო  ოკუპანტ რუსეთთანო კაცოოოოოუ.... და ეს მაშინ, როცა ყველა, მთელი მსოფლიო გაემიჯნა  ოკუპანტ თავდამსხმელ რუსეთს.  ჩვენ როგორ ვართ ოპოზიციავ და საერთოდ??? აბა ჰე, პატარა პარტიებმა კიდევ დიდხანს იფიქრონ "დაუჯდნენ" თუ არა სასაუბროდ, დასავლურო ვექტორის, მსხვილ ოპო პარტიას( ნაცმოძრაობას). აბა ჰე, კიდევ დიდხანს იფიქროს ზოგიერთმა..., სწორედ  ეგ არის, რაც ოცნების და რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. მე, გადარჩენას  გაერთიანებაში ვხედავ ძალა ერთობით, ახლა ამ, ამ, ამ ეტაპზე, თორემ ზოგიერთი, არც მე "მეპიტნავება", თან ძალიანაც არ მომწონს, მაგრამ ახლა  გაერთიანებაა სწორი გზა, როცა რუსეთი-საქართველოს ავიწროვებს ბრძოლაა და წინ პუტინია - ოკუპანტი რუსეთი, გაერთიანებაა გადარჩენის გზა- ხსნა!

ქვეყანას ვკარგავთ პატივცემულებო!

P.S თუ კიდევ წამიშლით "გამიქრობთ" სტატუსს, უფრო დიდი ტირაჟით ტვ ეთერში და საიტებით ვიტყვი და დიპ კორპუსთან , ასე რომ ტყუილად ირჯებით "ჩიტებო", - წერს თაკო ჩარკვიანი.

ცნო­ბის­თვის, რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მი გა­ა­უქ­მა. შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­მოს­ცა. პუ­ტი­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ვი­ზო რე­ჟი­მი 15 მა­ი­სი­დან გა­უქ­მდე­ბა. ვი­ზის გა­რე­შე რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყოფ­ნის უფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს 90 დღემ­დე ვა­დით შე­ეძ­ლე­ბათ. ამას­თან, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა რუ­სუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრე­ნებ­ზე აკ­რძალ­ვაც მოხ­სნა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა