"ეხება ყველა რუსეთუმეს და გამყიდველს“ - რას წერს გურამ შეროზია?
რეალითი შოუ "პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონის გამარჯვებული, გურამ შეროზია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას ეხმაურება.
"რუსეთი უვიზო გახდა, ბევრი ბედნიერი ადამიანის შესახებ გავიგე, ჰოდა გასწავლით მანდ იაფად მოხვედრის გზებს:
- ჩავდივართ ყაზბეგში მარშუტკით
- მერე გადავბუნძულდებით საზღვარს და ჩავეთრევით ვლადიკავკაზში
- მერე მანდედან წავშავდებით ან მოსკვებში, ან სოჩებში, ან როსტოვ ნა დანუ-ებში და მოუსავლეთებში
უკან მოხედვას არ ვართ. ლოცვასათ გაგაყოლებთ, იდი ნა **ი-ს სახით.
ეხება ყველა რუსეთუმეს, "პუწინისტკას" და გამყიდველს", - წერს გურამ შეროზია.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. პუტინის განკარგულებით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში ჩასვლა 90 დღის ვადით, უვიზოდ შეეძლებათ.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმიმოსვლა თბილისში ანტირუსული საპროტესტო გამოსვლების ფონზე 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.