ვფიქრობთ, ლარი წელს გამყარებული დარჩება - გიორგი კაკაურიძე
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ ლარის კურსი წელს გამყარებული დარჩება.
„კურსი საკმაოდ გამყარებულია ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან მიმართებაში და რაც საბოლოოდ უარყოფითად აისახება, მათ შორის ჩვენს ექსპორტზე. ხელს უწყობს იმპორტის ზრდას, ეს კი, საბოლოო ჯამში, გრძელვადიან პერიოდში კურსზე უარყოფითად მოქმედებს. თუმცა, გუშინ გარკვეული ამოვარდნა ჩანდა, დღეს ვხედავთ, რომ უფრო ქვემოთ მოდის [კურსი]. როცა ქვეყანაში დიდი მოცულობით შემოდინებაა ტურიზმიდან, ექსპორტიდან და ა.შ., ეს ხელს უწყობს კურსის გამყარებას. თუმცა, თუ კურსი ზედმეტად გამყარდა, ეს იწვევს იმპორტის მნიშვნელოვან ზრდას, ექსპორტის შეფერხებას და საბოლოო ჯამში, კურსის გაუფასურებას“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით გამოირჩევა.