თეგებით ძიება

2012 წელს სააკაშვილმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის გააუქმა ცალმხრივად, გუშინ კი საქართველოს მოქალაქეებს მოეხსნათ სასჯელი - მდინარაძე

"ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამით საქართველოს მოქალაქეებს მოეხსნათ სასჯელი ფრენებთან დაკავშირებით.

"საინტერესო ტერმინი შემოვიდა - თვითსანქცირებას ითხოვენ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები. მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ დაფიქსირებულა, რომ რომელიმე პოლიტიკოსს ან პოლიტიკურ ჯგუფს მოეთხოვა საკუთარი მოქალაქეების სანქცირება. ერთმანეთში შეგნებულად ურევენ. აქედან ვეკითხები - რას იზამდნენ ისინი ხელისუფლებაში რომ იყვნენ? საკუთარ მოქალაქეებს დაუწესებდნენ სანქციებს? მაშინ როდესაც რუსეთში ცხოვრობს მილიონამდე ქართველი და მათთვის სასჯელის მოხსნაზე არის საუბარი“, - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. პუტინის განკარგულებით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში ჩასვლა 90 დღის ვადით, უვიზოდ  შეეძლებათ.

რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმიმოსვლა თბილისში ანტირუსული საპროტესტო გამოსვლების ფონზე 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.

2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა