რამდენი მლნ-ის ვალი და პროცენტი დაფარა მთავრობამ დონორების მიმართ წელს? - ნახეთ, სტატისტიკა
გამოქვეყნდა ბიუჯეტის შესრულების პირველი კვარტლის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, პერიოდის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ საგარეო ვალების მომსახურებაზე 313 მილიონი ლარი დახარჯა. ამ თანხიდან 261 მილიონი ლარი კრედიტების ძირი იყო, ხოლო პროცენტი 52 მილიონ ლარს შეადგენდა. ყველაზე დიდი თანხა - 128.7 მილიონი ლარი საქართველომ აზიის განვითარების ბანკის მიმართ დაფარა, მათ შორის სესხის პროცენტი 14 მილიონი ლარი იყო. საქართველოს ყველაზე დიდი მოცულობის - 2 მილიარდი დოლარის ვალი სწორედ აზიის განვითარების ბანკის მიმართ აქვს. 1.99 მილიარდი დოლარით მეორე ადგილზე მსოფლიო ბანკის ჯგუფია.
ვის მიმართ დაფარა მთავრობამ ვალები პირველ კვარტალში:
ADB - 128.7 მილიონი, მათ შორის პროცენტი 14 მლნ ლარი;
მსოფლიო ბანკის ჯგუფი - 109.3 მილიონი, მათ შორის პროცენტი 17 მლნ ლარი;
EBRD - 20.7 მილიონი, მათ შორის პროცენტი 3 მლნ ლარი;
საფრანგეთი - 12.2 მილიონი, მათ შორის პროცენტი 5 მლნ ლარი;
რუსეთი - 11.3 მილიონი, მათ შორის პროცენტი 2 მლნ ლარი;
EIB - 7.0 მილიონი, მათ შორის პროცენტი 4 მლნ ლარი;
იაპონია - 4.9 მილიონი, მათ შორის პროცენტი 1 მლნ ლარი;
თურქეთი - 3.1 მილიონი, მათ შორის პროცენტი 0 მლნ ლარი;
IFAD - 2.8 მილიონი, მათ შორის პროცენტი 1 მლნ ლარი;
IMF - 2.2 მილიონი, მათ შორის პროცენტი 2 მლნ ლარი;
ყაზახეთი - 1.8 მილიონი, მათ შორის პროცენტი 0.3 მლნ ლარი;
ქუვეითი - 1.6 მილიონი, მათ შორის პროცენტი 0.3 მლნ ლარი;
აზერბაიჯანი - 1.6 მილიონი, მათ შორის პროცენტი 0.2 მლნ ლარი;
სომხეთი - 1.4 მილიონი, მათ შორის პროცენტი 0.2 მლნ ლარი;
აშშ - 1.3 მილიონი, მათ შორის პროცენტი 0.1 მლნ ლარი;
ირანი - 1.2 მილიონი, მათ შორის პროცენტი 0.1 მლნ ლარი.
წყარო - BM.GE