თეგებით ძიება

„ეს ადამიანი ჩვენი ერის სიამაყეა“ - ვისზე წერს გოგა ჩანადირი?

ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს და წერს.

„ეს ელენე აბაშიძეა. 101 წლის გახდა.

არის გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი

ავტორია 540 მეცნიერული ნაშრომის.

ქალბატონ ელენეს თამაზ ბექაიამ, მისმა საგანმანათლებლო ფონდის წარმომადგენლებმა საუკუნოვანი იუბილე მიულოცეს და მხარდაჭერა აღუთქვეს.

იუბილარი დღეს აქტიურ სამეცნიერო საქმიანობას აღარ მისდევს, მაგრამ ერთი სიამოვნებაა მასთან საუბარი. 

ჰქონდა ურთულესი, ქარიშხლიანი და ენთუზიაზმით სავსე ცხოვრება, მათ შორის მეცნიერებასა და პედაგოგიკაში.

ქალბატონმა ელენემ 13 200 ექპერიმენტის ანალიზის მიხედვით, შეისწავლა წყალსაცავების საძირკველში კირქვების ნაპრალების მოქმედების წყლის ჰიდროქიმიური და ჰიდროდინამიკური მექანიზმი და 

შეცვალა მსოფლიოში გაბატონებული კირქვის ნაპრალების ზედაპირების ხსნადობის მცდარი მეთოდი, რომელსაც 2 საუკუნე იყენებდნენ და მსოფლიო მეცნიერები. მან ასევე შექმნა ახალი კვლევის მეთოდი და მისი განზომილება.

1995 წელს დაასახელეს წლის მეცნიერად.

მადლობა ლალი ფაციას ქალბატონ ელენესთან დაკავშირებისთვის.

ეს ადამიანი ჩვენი ერის სიამაყეა“, - წერს ჩანადირი „ფეისბუქზე“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა