თეგებით ძიება

პატიმარმა ქალებმა შიმშილობა დაიწყეს - რა ხდება რუსთავის ქალთა მე-5 დაწესებულებაში?

რუსთავის ქალთა მე-5 დაწესებულებაში პატიმრებმა შეწყალების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს

ერთ-ერთმა პატიმარმა "ფორმულას" განუცხადა, რომ მის საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება. პატიმარი ყაზახეთის მოქალაქეა და აღნიშნავს, რომ წესით მისი ექსტრადიცია უნდა მომხდარიყო ყაზახეთში.

"2014 წელს დამიჭირეს 143-ე მუხლის ბრალდებით, 10 წელია სასჯელს ჩუმად ვიხდი, არასრულწლოვანი შვილები მარტო დამრჩნენ ქუჩაში, როცა დამაკავეს - ჩემი ქვეყნის წარმომადგენლები უნდა გამოეძახათ, რათა მომხდარიყო ჩემი ექსტრადირება, ბავშვები კი ჩემს ქვეყანაში წაეყვანათ, თუმცა ასე არ მოხდა.

ჩემი შვილები აქ ჩააბარეს თავშესაფარში, 6 თვე ქუჩაში ცხოვრობდნენ. ჩუმად ვიყავი, რადგან მეშინოდა ჩემი შვილები გამო. შემდეგ გადაიყვანეს მინდობით აღზრდაში, არ მინდოდა სიტუაციის გართულება. არ ვაღიარე დანაშაული, რადგან ის ცრუ ბრალდებებზე იყო დამყარებული", - განაცხადა ოძინა ბობიევამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა