სააკაშვილი, პრაქტიკულად, თავისი პოლიტიკური გარემოცვის მძევალია - გია ვოლსკი
მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად არის თავისი პოლიტიკური გარემოცვის მძევალი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილებისა და სააკაშვილის გარემოცვის შემდგომი რეაქციის შეფასებისას განაცხადა.
„სააკაშვილის პოლიტიკური გარემოცვა არა თუ ზრუნავს მის ჯანმრთელობაზე, არამედ ინტენსიურად მოუწოდებდა და დღესაც მოუწოდებს, რომ მან თვითდაზიანების რეჟიმი არ შეწყვიტოს, ვინაიდან ეს ეჩვენებათ ერთ-ერთ ყველაზე ქმედით მექანიზმად იმ სტრატეგიაში, რასაც ჩვენ უკვე დიდი ხანია რევოლუციურ სტრატეგიას ვუწოდებთ“, - განაცხადა ვოლსკიმ.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.