თეგებით ძიება

"ვენოკის" გამოგზავნას აპირებდნენ, თითქოს მეგობრებს ვუღალატე, მომკლეს და ჩამდეს მიწაში" - რას ამბობს მერიემი?

რეალითი შოუ "პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის მონაწილე, მერიემ გოგაშვილი აცახდებს, რომ პროექტის ერთ-ერთი ყოფილი მონაწილის გულშემატკივრები მისთვის „ვენოკის“ გაგზავნას აპირებდნენ.

"ვნახე ჩატიდან ამოღებული სქრინები. დაცინვით მომიხსენიებდნენ, უი რა კაია გავამწარეთ მერიემი, იტიროს. შემდეგ იყო ვენოკის ფოტოები, რომელსაც მიგზავნიდნენ. ვენოკის გამოგზავნას აპირებდნენ. ეს არის იქიდან გამომდინარე, რომ თითქოს ვუღალატე მეგობრებს. ნათელში იყოს შენი ქალური სოლიდარობაო, მომკლეს და ჩამდეს მიწაში. 

მე გადავიტანე ისეთი ჰეითი, როგორიც არც ერთს „პრაიმ ჰაუსში“ არ გადაუტანია. არ იყო მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა, იყო წყევლა, ოჯახზე გადმოსვლა საშინელი რაღაცეები. მიხარია, რომ ასე თუ ისე შეჩერდა ეს ყველაფერი. იმედი მაქვს, რომ ხალხი მიხვდება...“, - ამბობს მერიემ გოგაშვილი "პრაიმტაიმთან".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა