თეგებით ძიება

"პუტინს ეს ფრენები სჭირდება, სანქცირებული შავი ფულის გადასატანად" - რას წერს ლევან ხაბეიშვილი?

ენმ-ის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას ეხმაურება.

მისი თქმით, ეს ყველაფერი რუსეთს სანქციების თავიდან არიდებისთვის სჭირდება.

"პუტინს, ეს ფრენები სჭირდება, სანქცირებული შავი ფულის - "ქეშის", სანქცირებული ოქროსა და სამხედრო დანიშნულების ჩიპების სამოძრაოდ, გადასატანად ... მოსკოვი - თბილისი ავტომობილით რამდენიმე დღე და ხიფათია ...

რომ არ იწვალონ, ასე პირდაპირ შემოიტანენ ნებისმიერ ვალუტას, ოქროს და აქ დაფუძნებული კომპანიებით, ინდივიდუალური მეწარმეებით, ფიზიკური პირებით იოლად "გაათეთრებენ" ...

ამ კორუფციულ მაფიაში, გათვალისწინებული იქნება რუსი ოლიგარქი ივანიშვილი და სუსის უფროსი ლილუაშვილი ( ვინც უნდა უზრუნველყოს საზღვარზე პრობლემების, შემოწმების გარეშე "ტვირთის" შემოტანა - გატანა ).

ყველა, ეკონომიკურ-ფინანსურ პირობას უქმნის, რუსული პარტია, პუტინს უკრაინაში ომისთვის და საქართველოს ოკუპაციისთვის.

ამ ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიულ დროს, ყველა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საქმიანობით უნდა დავკავდეთ და ვიბრძოლოთ დაუღლელად, შეუპოვრად. ვერ უნდა მოახერხოს რუსმა ოლიგარქმა, რომ სხვა მისთვის სასურველი თემები მოახვიოს საზოგადოებას თავს 

ურთულესი, მაგრამ დაძლევადი ამოცანა გვაქვს. მოქმედება და მხოლოდ მოქმედება", - წერს ლევან ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. პუტინის განკარგულებით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში ჩასვლა 90 დღის ვადით, უვიზოდ  შეეძლებათ.

რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმიმოსვლა თბილისში ანტირუსული საპროტესტო გამოსვლების ფონზე 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.

2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა